უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2016 12:15
font-size

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლკის საგარეო უწყების ხელმღვანელთან ნიკოს კოძიასთან.

ოფიციალური ცნობით, მინისტრებმა დაადასტურეს საბერძნეთისა და საქართველოს ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავის სათანადო აღნიშვნის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა მინისტრი საიუბილეიო თარიღის აღსანიშნავად ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სხავდასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თვალსაზრისით მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა თბილისის მზაობა უმასპინძლოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდს.

მინისტრებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს საბერნეთის ბიზნეს წრეებში საქართველოს შესაძლებლობების აქტიურ წარმოჩენას.

ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ საბერძნეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ახლო მომავალში ეწვიოს თბილისს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი