უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 თებერვალი, 2018 17:20
font-size

საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მომდევნო შეხვედრა უკვე სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს, სადაც ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე.

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილელობას.

მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრატრუქტურული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ.

ბერძნულმა მხარემ აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობას, განიხილეს აბრეშუმის გზის პერსპექტივები და ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ვეროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსაც.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას საბერძნეთის მხრიდან გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საბერძნეთმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის განახლება.

აღნიშნეს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანია ძლიერი დიასპორის როლი და აუცილებელია, დიასპორების საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი