პოლიტიკა
საბავშვო ბაღის მასწავლებლებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ - ნიკა რურუა
ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა რურუა ხელისუფლებას ამომრჩეველზე ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა, გამგეობებში იბარებენ საბავშვო ბაღის პედაგოგებს და მისი კონკურენტის, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სთხოვენ ხმის მიცემას.
,,კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი, სადაც ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული სრულიად უკანონოდ და აღმაშფოთებლად გამოყენებული. საბავშვო ბაღის მასწავლებლები დაიბარეს გამგეობაში და უთხრეს, რომ კვირა დღეს 12:00 საათამდე მისცენ ხმა ზურაბიშვილს და ოთხკუთხედად შემოხაზონ, რათა შემდეგ მათი იდენტიფიკაცია მოხდეს და ისინი სამსახურიდან არ დაითხოვონ.
ასეთ უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, ყველა ნამდვილ ამომრჩეველს, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოვუწოდებ მათ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და მოვუწოდებ მათ, რომ არანიარ გაყალბებას არ დავუშვებთ’’, - განაცხადა ნიკა რურუამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


