პოლიტიკა
საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი “ქართული ოცნებისგან“ არ იღებს პარტიულ დავალებას - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი “ქართული ოცნებისგან“ არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად.
ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“კვლავაც იზრუნებს საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელ დაცვაზე და ადასტურებს მზადყოფნას, მოახდინოს სათანადო რეაგირება ამ პრინციპიდან ყოველგვარ გადახვევაზე. გარდა ამისა, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველა ნეიტრალურ დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული ფაქტის შესასწავლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


