უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მაისი, 2018 15:00
font-size

საბანკო სესხებთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები მოსახლეობისთვის სერიოზული დარტყმა იყო- გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის ფონზე, საბანკო სესხებთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები მოსახლეობისთვის სერიოზული დარტყმა იყო.

პარლამენტში გამოსვლილსას მან ეროვნულ ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამ მიმართულებით სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ვითარება.

„აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბანკს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამ მიმართულებით სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ვითარება. მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობისაა ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია. მაგრამ მთავარი შემკვრელი ამ პრობლემატიკის არის დასაქმება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.

„არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა – რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა აი ასეთ მაგალითად განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან, რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი პარლმენტში თავის მეხუთე და პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარსდგა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი