საზოგადოება
საბანკო ბარათების რაოდენობა შემცირდა
საქართველოში 2019 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა ჯამში,12%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 6 670 348 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7 584 720 ერთეული.
სებ-ის მონაცემებითვე, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა 15,7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში მიმოქცევაში სულ 654 455 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 776 114 ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 11,6%-იანი კლება დაფიქსირდა. თუ 2018 წლის სექტემბერში 6 808 606 სადებეტო ბარათი იყო მომოქცევაში, მიმდინარე წლის სექტემბერში 6 015 893 ერთეული შეადგინა.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


