სამართალი
საბაჟო პუნქტზე უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი, „ნინოწმინდას“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნტქზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებულს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანა, რომლითაც მან უაქციზო სიგარეტი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


