უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2018 12:15
font-size

საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს.

სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ყველა ხერხს მიმართავს, რათა ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.

"ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და მე მგონი არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში ან 28-ში სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისში და სხვა ქალაქებში და ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში, რათა მისცენ ხმა, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში რომელიც მასობრივად არიან მხარდამჭერი ვაშაძის, დადის კვირაობით იმიტომ რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ, ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გაათავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვამენ ავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა, ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო, მოვემზადოთ იმისთვის, რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ,"-აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი