პოლიტიკა
საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესების მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ კვირაში შეიკრიბება
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება.
ჯგუფი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან იქნება დაკომპლექტებული.
მუშაობის მთავარი მიზანი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლა თხოვს.
„ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების ნება, რათა საარჩევნო სისტემაში ცვლილებები განხორციელდეს.
„უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და ჩამოყალიბდეს პროპორციული სისტემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა და ეს არის ოპოზიციის ინიციატივაც, რომელიც პარლამენტში დევს. დღეს მას ხელისუფლებამ კენჭი უნდა უყაროს. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, აქ ცვლილება კოდექსშია შესატანი, თუ როგორი რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ პარტიამ იმდენი პროცენტით შევიდეს პარლამენტში, რადმენ პროცენტსაც აიღებს არჩევნებზე. ამაზე გაიმართება ძირითადი სამუშაო, რომელსაც წარმართავს ოპოზიციური ფლანგი“,-აღნიშნა ახვლედიანმა მედიასთან საუბარში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


