პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა - ანა მიქელაძე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.
„დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკოს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა - თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ცალსახად ვაცხადებთ - როგორც ოლქების, ისე ცესკო-ს თანამშრომლების შერჩევისას ცესკო ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა”,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


