სამართალი
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. თბილსერვისის საქმის განხილვას გიგი უგულავა ესწრება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. თბილსერვისის ეპიზოდზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება. საქმე გიგი უგულავას მიერ სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლაგვას ეხება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო ინსტანციას სწორედ დაცვის მხარემ მიმართა.
,,დასკვნითი სიტყვის წარდგენა წინა პროცესზეც დავიწყეთ და ვერ მოესწრო დასრულება. დღეს გავაგრძელებთ, მიუთითებთ იმ გარემოებებზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს იყო დაშვებული. ამასთან ერთად მკაფიოდ გავშლით მსჯელობას იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რომ გაფლანგვის მუხლი, რაც გიგი უგულავას აქვს წარდგენილი თავისი შინარსით და არსით არის არაკონსტიტუციური, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვდაობთ. ჩვენ მოვითხოვთ გიგი უგულავას გამართლებას’’, - განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, თბილისის ყოფილ მერს ე.წ. თბილსერვისის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


