პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლოს წევრი გახდება მხოლოდ ის მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში 3-4 წელი მუშაობდა - ვახტანგ ხმალაძე ახალ ინიციატივაზე
ექსპერტი ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე ის შესთავაზებს მოსამართლეთა არჩევის მისეულ ვარიანტს. ხმალაძის აზრით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მოსამართლეთა პროფესიულ წინსვლას.
„მე ვფიქრობ, რომ დავსვა მოსამართლეთა კარიერული წინსვლის საკითხი, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ის პირი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა სულ ცოტა 3-4 წლის განმავლობაში. ასევე უნდა დადგეს საკითხი უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის შესახებ“, - განაცხადა ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ.
დღეს საკონსტიტუციო კომისიაში იმსჯელებენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების შესახებ, კერძოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


