უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივნისი, 2017 18:30
font-size

სააპელაციო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ წევრის დაკავება უკანონოდ სცნო

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა და კარლოს რაისიანის სარჩელზე ახალციხის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ბათილად სცნო.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ,,თავისუფალი საქართველოს’’ განცხადებაში:

,,2017 წლის 1-ლ აპრილს „თავისუფალი საქართველოს“ ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარის, პარლამენტის ყოფილი წევრის - მელიქ რაისიანის შვილები - აშოტ და კარლოს რაისიანები სუს-ის და სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს გაიტაცეს ახალქალაქიდან ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე. ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენს ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუკი საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ „ჭკვიანად უნდა მოიქცნენ“.

დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომლებმაც სამართალდარღვევის არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი დააჯარიმა 250 ლარით „წინააღმდეგობის გაწევისთვის“ (პოლიცია 2-ვე შემთხვევაში ითხოვდა დაპატიმრებას).

პარტიამ კარლოს რაისიანის მიმართ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 22 მაისს სააპელაციო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად სცნო.’’- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი