სამართალი
სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო.ბ.-მ, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში.
,,აღნიშნული შეამჩნიეს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა კანონიერ მოთხოვნას ო.ბ. არ დაემორჩილა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. პოლიციის თანამშრომლებმა ო.ბ.- ს განუმარტეს, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რის შემდეგაც მან სამართალდამცველებს მოსთხოვა არ შეედგინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მათ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ საჩივრის შეტანით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. აღნიშნულით განაწყენებულმა ო.ბ.-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს მათი უფლებამოსილება და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


