პოლიტიკა
საანგარიში პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამჯერ განხორციელდა სააგენტოს ინსპექტირება - ვახტანგ გომელაური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობს, ინსტიტუციური რეფორმების გატარებას და საქმიანობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწისაკენაა გადადგმული, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას.
მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და მეტი დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 27 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
“სააგენტო სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით და არ გააჩნია საგამოძიებო უფლებამოსილება. როგორც დამოუკიდებელი და პროფესიული ინტერესის არმქონე ორგანო, უზრუნველყოფს უფლებამოსილი საგამოძიებო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ფუნქციების მქონე ორგანოების მიერ შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურებით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სააგენტოს საქმიანობაზე გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, საპარლამენტო, პრემიერ-მინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი. სააგენტომ 2017 წლის დეკემბერში, პრემიერსა და ნდობის ჯგუფს საქმიანობის პირველი ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამჯერ განხორციელდა სააგენტოს ინსპექტირება”,- განაცხადა გომელაურმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


