სამართალი
საახალწლო დღეების გამო სასამართლომ არ დაგაკისრათ ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად რატიანს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან მინაშვილის განმარტებით, მის მიერ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უფრო მკაცრი იქნებოდა. მან განუცხადა რატიანს, რომ არ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა საახალწლო დღესასწაულების გამო.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საახალწლო დღეების გათვალისწინებით მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევისა და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას“, - თქვა მინაშვილმა.
მინაშვილმა ზვიად რატიანი ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეში დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პოეტს ედავებოდნენ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას.
ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. პატრულის თანამშრომლების ნაამბობიდან გამომდინარე, პოეტი ნასვამი იყო და სამართალდამცველებს აგინებდა, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


