უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2017 15:55
font-size

სააკაშვილს სურს, 2011 წლის 26 მაისის მსგავსი სასაკლაო მოაწყოს უკრაინაში, გადასცეს რუსეთს და ლაჩრულად გაიქცეს - ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლისა და უმაღლესი რადას დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება შეცდომა იყო. ამის შესახებ გერაშენკომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დეპუტატის მტკიცებით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს სურს, უკრაინაში გაიმეოროს 2011 წლის 26 მაისის ღამის დარბევა.

„საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება იდგა ძალადობასა და მუდმივ ტყუილზე. მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება შეცდომა იყო, სააკაშვილი [საქართველოსთვის] იყო ის, რაც იანუკოვიჩი უკრაინისთვის - ტირანი და არეულობის მომწყობი. მისი მეთოდები არაფრით არ განსხვავდება იანუკოვიჩის, პშონკასა და ზახარჩენკოს მეთოდებისგან.

ბევრის მსგავსად მეც თავიდან ვცდებოდი სააკაშვილის მიმართ მისი დანიშვნის პირველ თვეებში. თუმცა მოგვიანებით მივხდი, რომ ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისთვის და მისი ოპონენტი გავხდი.

მე შემიძლია ჩემი შეცდომების აღიარება და მოვუწოდებ სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ უკრაინის აყვავება, იგივე გააკეთონ.

ვაქვეყნებ ქართული ოპოზიციის 2011 წლის 25 მაისს ჩატარებული მიტინგების ფოტოს. იმ საღამოს ქართული პოლიციის უკანონო ქმედებების გამო დაიღუპა სამი ადამიანბი, დაშავდა 40-ზე მეტი პირი.

ახლა კი სააკაშვილს სურს, იგივე სასაკლაო მოაწყოს უკრაინაში, გადასცეს რუსეთს და ლაჩრულად გაიქცეს?

იქნებ, „სააკაშვილის რეფორმის“ შედეგების ნახვისას ვიღაც უკრაინელებს, ვინც ცინიკური ტყუილის ქვეს მოექცნენ, აეხილოთ თვალები“, -დაწერა გერაშენკომ.

შეგახსენებთ, 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ქვედანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაშალეს. დემონსტრანტები მაშინდელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, დააკავეს 100-მდე პირი, მიტინგის დაშლის დროს გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ასევე დაშავდა ათობით პირი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, 10 სექტემბერს 20 საათზე მან თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი