უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2017 17:10
font-size

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახალაიასა და სანოძის დასჯა გირგვლიანის საქმის გამო გუნდისა და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევდა - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

ოქრუაშვილის განცხადებით, მისი პირადი გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში დათა ახალაია, ვასილ სანოძე და კიდევ რამდენიმე პირი იყო ჩართული, რის შესახებ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინფორმირებული იყო.

ოქრუაშვილის ჩვენების ტექსტს 1tv.ge ავრცელებს.

ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილს თანაგუნდელების დასჯა არ სურდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს პარტიის ჩამოშლას გამოიწვევდა. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი გირგვლიანის საქმის აგორებაში ბადრი პატარკაციშვილს ადანაშაულებდა.

ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ პირებს კომფორტული პირობები შეუქმნა და პირობა მისცა, რომ მალე გაათავისუფლებდა. ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ თანაპარტიელებს არ მოსწონდა მისი ურთიერთობა გირგვლიანის დედასთან.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი