სამართალი
სააკაშვილი თვლიდა, რომ გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მოგვეხდინა - ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო პროცესზე ჩვენებას აძლევს.
საუბარია 2005 წელს პარლამენტის წევრ, ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე, რა დროსაც ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
როგორ მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მას გელაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას სთხოვდა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მასში მოკავშირეს ხედავდა და იმედი ჰქონდა, რომ ინფორმაცია არ გაჟონავდა.
„ვალერი გელაშვილის ინტერვიუში ნეგატიური დამოკიდებულება იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის წინააღმდეგ. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ სააკაშვილი თვლიდა, რომ გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მოგვეხდინა. მე უარი ვუთხარი, მერაბიშვილი კი პირიქით, აქეზებდა მას.
სადღაც ორი თვის შემდეგ კვლავ შევხვდი, მინდოდა გადარწმუნება, მაგრამ ისევ ხისტი პოზიცია დამხვდა და მივხვდი, რომ ჩემს არგუმენტებს აზრი არ ჰქონდა. თავდასხმის შემდეგ შავნაბადაზე ერთ-ერთზე შევხდი, ამჯერად ჩემი, როგორც თანაგუნდელის მიმართ უკვე პრეტენზიები ჰქონდა და ნიშნის მოგებით მითხრა, ის, რაც შენ ვერ გააკეთე, საკმაოდ კარგად შეასრულა ვანომო, რაც იმას ადასტურებდა, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


