პოლიტიკა
რუსული რბილი ძალა მუშაობს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში - დავით დონდუა გორჩაკოვის ფონდის მორიგ ფორუმზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გამოეხმაურა გორჩაკოვის ფონდის მიერ დაგეგმილი ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმის ჩატარებას.
დონდუას თქმით, რუსული რბილი ძალა მუშაობს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში.
„მსმენია, რომ ასეთი რაღაც ხდება, მაგრამ ამას საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული. ის რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს, მუშაობს მთელ მსოფლიოში არა მარტო საქართველოში. რა უნდა დავუპირისპიროთ - უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მიზანმიმართული მუშაობა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით.
თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ, რათა წინ ვიაროთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია“, - განაცხადა დონდუამ.
გუშინ რუსეთის ექს-პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნილმა გორჩაკოვის ფონდმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირთან ერთად 13-14 ოქტომბერს თბილისში, დიდუბე პლაზაში რუსეთისა და საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციების ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს გამართავს სახელწოდებით „სახალხო დიპლომატია-კომპრომისების დიალოგი“.
ცნობისთვის, სექტემბერში თბილისში ჩატარდა ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ. ფორუმის ფარგლებში გაიმართული კონფერენცია „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამყარების საქმეში“, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „რუსეთი-ოკუპანტია“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


