პოლიტიკა
რუსული პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება - ციხელაშვილი მოსკოვის პასუხზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთმა პრემიერის მიმართვა არასწორად თარგმნა, რადგან გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ ქართულ მხარეს სურს სეპარატისტებთან დიალოგი.
„მინდა, ხაზგასმით განვმარტო, რუსული პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება, არსად არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. დარწმუნებული ვარ, ეს კარგად ესმით რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან დიალოგზე, რომლებთან ერთადაც ჩვენ მომავალში წარმოგვიდგენია ცხოვრება. ვგულისხმობთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში და ყველა იმ არაპოლიტიზირებულ ფორმატს, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების, შერიგებისა და ჩართულობის ამოცანების გადაჭრას. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ეს არხები დღესაც ფუნქციონირებს. ქმედითი ნაბიჯები იქნებოდა, რომ ამას ხელი არ შეეშალოს, სამწუხაროდ, ამის პრეცედენტები გვაქვს, როდესაც ხდება ასეთი ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვავითაროთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი", - თქვა ციხელაშვილმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მოსკოვი მიესალმება თბილისის სურვილს, პირდაპირი დიალოგი ჰქონდეს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.
ციხელაშვილის თქმით, პრემიერის მიმართვაში მკაფიოდ იყო გამოხატული მთავარი სათქმელი.
„ვფიქრობ, პრემიერის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობის მოწესრიგების წინაპირობა. ვგულისხმობ კონფლიქტის მოგვარებასა და იმ მთავარი გამოწვევის დაძლევას, რაც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ამის ნაწილია ტატუნაშვილის ტრაგედია და ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება. ეს უნდა მომხდარიყო არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნებაა, არამედ იმის გამო, რომ ეს უკავშირდება პასუხისმგებლობას დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე", - განაცხადა ციხელაშვილმა.
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, მინისტრის თქმით, კონფლიქტის მოგავრებისთვის აღნიშნული მოლაპარაკებები ერთადერთი საშუალებაა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე სამსჯელოდ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


