პოლიტიკა
რუსული მხარე მიესალმება დაიწყოს პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი რუსეთის სათათბიროში ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრთა შეხვედრას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
როგორც ინაშვილი წერს, ეს რუს და ქართველ დეპუტატებს შორის შეხვედრის პირველი პრეცედენტია, რაც არ მომხდარა ბოლო 14 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრას რუსული მხრიდან ესწრებოდნენ დსთ- ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად, მოლდოვა- დნესტრისპირეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი არტიომ კავინოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ყაზბეგ (კაზბეკ) ტაისაევი, ოსი ეროვნების, უმახან უმახანოვი რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, ეროვნებით დაღესტნელი. "საქართველოს პატრიოტების" მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე.
ინაშვილის თქმით, შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ქართველი დეპუტატები რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ სლუცკის შეხვდნენ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშანვბს, მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა:
,,1. რუსული მხარე, რუსი დეპუტატების სახით, მიესალმება იმას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ყველა დონეზე! რაც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. რუსული მხარე აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს პირდაპირი დიალოგის ფორმატს. კიდევ ერთხელ ვამბობთ: ეს არ მოხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო საკითხების მთელს სპექტრს. პირველ რიგში, სოხუმს, ცხინვალს, საზღვრებს. აღინიშნა, რომ არსებული პრობლემები არ გადაწყდება ერთ შეხვედრაზე, ამიტომაც აუცილებელია გაგრძელდეს შეხვედრების ციკლი. გაგრძელდეს მოქმედება. გამოიკვეთა საკითხების მთელი სპექტრი, რაც შეიძლება სწაფად გადაწყდეს. ეს ეხება საფლავების მონახულებას სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებში, რაც ათასობით ქართველისთვის მტკივნეულ თემად რჩება. ჩვენ შევძლებთ მოვინახულოთ ჩვენი ნათესავების საფლავები. ასევე, საუბარი შეეხო ქართული სახელმძღვანელოების შეტანის შესაძლებლობას ამ რეგიონებში და სხვა ჰუმანიტარულ თემებს. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოხუმის, ცხინვალის, საზღვრების თემა გახლდათ. იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდეს, აუცილებელია მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზაცია ორ ქვეყნას შორის. საუბარი შეეხო ნატოს თემას. ცნობილია რუსეთის პოზიცია. რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას. "საქართველოს პატრიოტების" დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, მაგრამ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ნატოს მხრიდან რუსეთზე თავდასხმისათვის. და არც ერთ სხვა ქვეყანაზე თავდასხმისათვის.
შემდეგი გარღვევა, არც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე და არის სრულიად ახალი ინიციატივა უკავშირდება შემდეგს: შეიქმნას ახალი ფორმატი- "საქართველო - ნატო -რუსეთი", რომლის ფარგლებშიც შემუშავდება იმ ტიპის მექანიზმები, რაც რუსეთს აგრძნობინებს, რომ საქართველოს ტერიტორიდან მასზე თავდასხმა არ მოხდება . შემუშავდება მექანიზმები, რათა რეგიონში დაცული იყოს საზღვრები (მიაქციეთ ყურადღება) და იყოს გარანტირებული მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში. ეს არის უპრეცენდეტო ინიციატივა, რასაც მხარს უჭერს რუსული მხარე. რუსეთი თანახმაა ასეთ ფორმატზე! მეტიც, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საგანგებო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მექნიზმებზე, რათა ხორცი შეესხას "საქართველო- ნატო- რუსეთის" ფორმას. საუბარი შეეხო სავიზიო რეჟიმის შემსუბუქებას, ანუ ყველა მიმართულებით გამოიკვეთა თანამშრომლობის და დადებითი ძვრების სურვილი. მიმართულებით.
შეხვედრაზე რუსმა დეპუტატებმა ძალზედ პოზიტიურად შეაფასეს აბაშიძე- კარასინის ფორმატის ფუნქციონირება. აღინიშნა, რომ აბაშიძე- კარასინის ფორმატი ნაყოფიერია. ის უნდა გაგრძელდეს შენარჩუნდეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება არაფორმალური ჯგუფი დეპუტატების, რომელიც თვეში ერთხელ გამართავს შეხვედრებს. ეს იქნება პოლიტიკური დიალოგის ფორმატი დეპუტატების დონეზე, იგივე დიალოგის ჯგუფი’’, - წერს ირმა ინაშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


