პოლიტიკა
რუსული მხარე არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას - გრიგორი კარასინი
რუსული მხარე არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ცნობილია, რომ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის წლები დასჭირდა და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებაც კი შეიტანა, რათა შენგენის ზონის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმისთვის მიეღწია. მაგრამ, როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას,“ - განაცხადა კარასინმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ როდის შეიძლება გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოქმედებაზე გადასვლას ხელს უშლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები.
„საუბარი ეხება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას - ანუ ყველა იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიებზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს საკითხებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტური კონტაქტები გვექნება, რატომაც არა,“ - განაცხადა კარასინმა.
თემაზე საუბრისას რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც შეეხო.
„საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა,“ - განაცხადა კარასინმა.
რაც შეეხება შეკითხვას, შეექმნებათ თუ არა პრობლემები ქართველ გულშემატკივრებს, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურთ, კარასინმა განაცხადა, რომ „ჩემპიონატზე დასასწრებად საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


