პოლიტიკა
რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა თბილისში 21 იანვარს ყრილობის გამართვას აპირებს
აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ 21 იანვარს თბილისში ყრილობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება „Взгляд“-ი წერს.
მისივე ინფორმაციით, ყრილობაში 100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
„აღნიშნული მოძრაობის სათავეში დგას 2014 წელს 7 წლით გასამართლებული ილგარ მამედოვი, რომლის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითხოვს. საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში თავისი არხებით ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო“, - დაწერა „Взгляд“-მა.
გამოცემის წყაროს განცხადებით, ინფორმაცია ამ ყრილობის შესახებ არის აზერბაიჯანის ერთგვარი მინიშნება ქართული მხარისთვის, რათა თბილისმა არ დაუშვას მისი ჩატარება. წყარომ აღნიშნა, რომ ქართული მხარის პოზიციის გამო, რომელსაც სურს, აზერბაიჯანთან მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები გასამგზავრებლად სხვა ქვეყნებს ირჩევენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


