პოლიტიკა
რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეებს არ გამოუვათ პრაღის შეხვედრის კონსტრუქციული მსვლელობის ჩაშლა - რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილ, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „შეხვედრაზე ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას“.
„კონსულტაციების მსვლელობისას გაგრძელდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, რომელიც რუსეთ-ქართული კავშირების ნორმალიზებასა და განვითარებას გულისხმობს სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროებში. მხარეები მოსაზრებებს გაცვლიან ასევე 2011 წლის შეთანხმების შესახებ, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებასა და რეგიონალური ვაჭრობის მონიტორინგს გულისხმობს. ამ მიმართულებით, მხარეებმა შვეიცარიული მხარის ხელშეწყობით მოსამზადებელი სამუშაო უკვე ჩაატარეს. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კონტრაქტის ხელმოწერა მოხდეს, რომელიც შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციისთვის არის საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი წარმოადგენს, რუსული მხარის მიერ დიდი ხნის წინ გამოთხოვილ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის საბაჟო გაფორმების შესახებ“,-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყება სოფელ ბერშუეთთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაფიქსირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “თბილისის ბრალდება აბსურუდულია”.
უწყება ხაზს უსვამს, რომ “რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეებს არ გამოუვათ პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის კონსტრუქციული მსვლელობის ჩაშლა“.
მონიკა დავლიანიე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


