უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2018 11:45
font-size

რუსულ არხს საქართველოს მთავრობა 1 მილიონ 100 ათას დოლარს გადაუხდის რეკლამის გაშვებისთვის

საქართველოს ხელისუფლება ანტიქართული და ანტიდასავლური პროპაგანდით გამორჩეულ რუსულ არხ „Россия 1“-ს 1 მილიონ 100 ათას დოლარს გადაუხდის, რათა ტელევიზიის ეთერში ერთი თვის განმავლობაში იტრიალოს სარეკლამო რგოლმა საქართველოს ზაფხულის ტურისტული სეზონის შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, არხის შერჩევა საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მოხდა.

„არჩევა მოხდა ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში იგულისხმევა სარეკლამო ვიდეორგოლების გაშვების რაოდენობა და ფასი, შესაბამისად, ჩვეულებრივი საკონკურსო პირობებით გაიმარჯვა ამ შემოთავაზებამ“, - უთხრა ჩოგოვაძემ რუსთავი 2-ს.

მისივე თქმით, რეკლამის განთავსების კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, შემოეთავაზებინათ რუსეთის სამი არხიდან საუკეთესო. ამ შემთხვევაში საუკეთესო შემოთავაზება იყო წამოსული „Россия 1“-ისგან, რის გამოც არჩევანი მასზე შეჩერდა.

„Россия 1“-ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლების განთავსებაზე იზრუნებს ჩეხური კომპანია „ალიანს მედია“, რომელთანაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გამარტივებული შესყიდვით გააფორმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ არხზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დეზინფორმაციას ავრცელებდა, რეკლამის გაშვება დაუშვებელია.

„2008 წელს, როცა გორი იბომბებოდა და კორპუსებს ცეცხლი ეკიდა და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცილები იყვნენ, აწერდნენ წარწერას ცხინვალს და როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, როგორც ცხინვალში დაღუპულ მოქალაქეებზე დაბომბილ ცხინვალში, იმ კადრებად ასაღებდნენ. ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხებს აფინანსებს, იმ არხებს, რომლებიც ყველანაირად, ყოველდღიურად ცდილობენ საქართველოს დაკნინებას“, - თქვა ნადირაძემ.

ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ „Россия 1“-ის ეთერში აპრილის თვიდან უნდა განთავსდეს. რეკლამა არხზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი