სამართალი
რუსთავში სახელმწიფო ელექტროსისტემის დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს
რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს.
როგორც ელექტროსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა.
დაშავებულს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


