სამართალი
რუსთავში რამდენიმე კომერციული ობიექტი გაქურდეს
რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე დღეს რამდენიმე კომერციული ობიექტი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ტანსაცმლის, სასურსათო, საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს.
,,ინფო რუსთავის’’ ინფორმაციით, ცნობილი ექიმ-ჰომეოპათის ოფისში თანხა შესაწირი ყუთიდან არის წაღებული, ხოლო საკანცელარიო მაღაზიიდან 200 ლარამდე თანხაა წაღებული.
სხვა კომერციულ ობიექტებში კი მძარცველებს თანხა არ დახვდათ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს უკვე გაქურდვის მეორე შემთხვევაა.
პირველი შემთხვევა ერთი თვის წინ დაფიქსირდა და ჯამში სხვადასხვა ობიექტებიდან წაღებულმა თანხამ 1000 ლარამდე შეადგინა.
დაზარალებულების ვარაუდით, მძარცველები არასრულწლოვანი პირები არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. დაზარალაბულები დილიდან პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


