სამართალი
რუსთავში მაღაზიების გატეხვის ფაქტზე არასრულწლოვანია მხილებული
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ორი მაღაზიის გატეხვის ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ერთი პირია მხილებული, რომელიც არის არასრულწლოვანი.
უწყების ინფორმაციითვე, ამჟამად საქმეზე მხილებული პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
რუსთავში ორი მაღაზია წუხელ გატეხეს. დილით ადგილზე მისულ მფლობელებს წიგნების მაღაზია „ლიბრასა“ და მის გვერდით მდებარე ტანსაცმლის მაღაზია „ტისუს“ კარი გატეხილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, წიგნების მაღაზიიდან წაღებულია 700 ლარამდე თანხა. რაც შეეხება ტანსაცმლის მაღაზიას, იქ თანხა არ ინახებოდა და შესაბამისად, არაფერი წაუღიათ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


