პოლიტიკა
რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის წევრის სახლის აივანზე ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს
რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის წევრის , გოგა ინჯგიას საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.
გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარს ხელისუფლების მხრიდან მათი წევრების დაშინების მცდელობად აფასებს.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. დაზარალებული გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა. მიმდინარეობს გამოძიება.
"ხმა იყო აფეთქების და დიდი ცეცხლი. გამოვედით და დავიწყეთ ჩაქრობა, შემდეგ დავრეკე 112-ში. რაც შეეხება იმას რას ვუკავშირებ, არანაირი პირადი ინტერესი, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესი,"-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გოგა ინჯგიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


