სამართალი
რუსთავში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადით გამოყენებით უკანონო თევზჭერას ახდენდა. ადგილზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მისვლისთანავე, მოქალაქეები ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. მათზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანაში ნანახი იქნა გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე ელ.სადენებით, ჰაერის ტუმბო და 60 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
მძღოლმა ელექტროშოკური აპარატის გადამალვის მიზნით, ავტომანქანის გაჩერების ადგილიდან გაქცევა მოახერხა.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


