სამართალი
რუსთავში 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს
სამართადამცველებმა რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, რუსთავში, 12 წლის გოგონას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ძალადობის განხორციელების მიზნით თავს დაესხა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი სახლთან თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა.
ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


