სამართალი
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ, ზაზა სარალიძის ძირითადი ადვოკატის - ნესტან ლონდარიძის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის წინაშე, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
მანამდე კი მოსამართლემ, ზაზა სარალიძეს წაყენებული ბრალი გააცნო.
ზაზა სარალიძემ მოსამართლის პასუხად განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
,,დეტალებზე, გამოძიებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ, რაც შეეხება ბრალდების მიერ წაყენებული ბრალის ფორმულირებას, არ ვეთანხმები. დანარჩენი, დაველოდები სასამართლო პროცესების განვითარებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილითაა აღძრული (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). საქმეზე გამოძიებას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესები კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, 26 ოქტომბერს, ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელ ალექსანდრე ღვანიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხა, მას ლითონის ბლაგვი საგანი დაარტყა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოგვიანებით, როდესაც პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, კვლავ მივიდა მასთან და ხელი დაარტყა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


