საზოგადოება
რუსთავის მერს უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდაო
რუსთავის მერის საეჭვო შვებულება, რომელიც კითხვებს აჩენს - ოპოზიციის ინფორმაციით, ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი კობა კოკოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო კი მერი კლინიკაშიც იწვა.
"ეს ისევ უკავშირდება არჩევნებს და იქ ძალაუფლების გადანაწილებას, დაუპირისპირდნენ რუსთავის მერს და ფაქტიურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერ მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, ძალიან ბევრი ქართული ოცნების აქტივისტი და სხვათაშორის ჩინოვნიკიც ადასტურებს ამ ყველაფერს,"-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი.
საავადმყოფოში მკურნალობას ადასტურებს, ირაკლი ტაბაღუაც, თუმცა ქალაქის მერის განმარტებით იგი ბიულეტენზე სულ სხვა მიზეზით იყო და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია უჩა მამაცაშვილის ნათესავთან.
"ჩემი ავადმყოფობა ამ პერიოდს არ დამთხვევია, შეგვიძლია ვნახოთ როდის ვიყავი ბიულეტინზე,"-აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.
თავად კობა კოკოლაშვილი კომენტარისაგან თავს იკავებს.
წყარო: რუსთავი2
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


