უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2025 18:19
font-size

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის განხორციელება იწყება

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სიტყვით გამოვიდა.

„რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტი ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ჭალის ტყის აღდგენის პროექტი, მის განსახორციელებლად კი, გარემოსდაცვითი ფონდიდან 900 ათასი ლარი გამოიყო. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ჭალის ტყის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და უნიკალური ეკოსისტემა აღდგება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძემ გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი.

„რუსთავის ჭალის ტყის პროექტი პირველი პროექტია, რომელიც გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ფონდი რამდენიმე წლის წინ შევქმენით და მიზნად ისახავს გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხებით ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები.

„ბუნებრივი ჭალის ტყე ჩვენი ქალაქის სიმდიდრე და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსია. ამიტომ, მის აღდგენა-განვითარებაში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. ჭალის ტყის განვითარების გეგემა 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 20 000 ენდემური მცენარე – მუხა, თელა და ფშატი დაირგვება; მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები; დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები; გაკეთდება წყლის გამწმენდი ბარიერები მდინარე მტკვრის მყარი ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავა. რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება.

რუსთავის ჭალის ტყეები ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი