სამართალი
რუსთავი2-თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელია - დიმიტრი საძაგლიშვილი
ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელია.
ამის შესახებ მედიას ტელეკომპანიის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ უშინაარსო ტექსტია.
მისი განმარტებით, 190-გვერდიან დოკუმენტში არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი, თუ რის საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება.
ტელეკომპანიის იურისტები სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტებზე სამოტივაციო ნაწილის დართვას, უახლოეს მომავალში გეგმავენ.
„სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა ქიბარ ხალვაშის მხოლოდ სიტყვიერი განცხადება, რომელიც არ იყო არგუმენტირებული და არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. და დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაშს იძულებით წაერთვა საკუთრების უფლება. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი. დიდი ნაწილი არის უბრალოდ უშინაარსო ტექსტი. ამ გადაწყვეტილებიდან გავაანალიზებთ იმ გარემოებას, რომელიც ჩვენი აზრით, ჩვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვეაზე უსვამს ხაზს და შესაბამისად, გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ჩვენს მიერ წარსადგენ აპლიკაციაში“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


