სამართალი
რუსთავი2 გამოძიებას აუცილებლად უპასუხებს თუ ვისგან გაიგო ე.წ ციანიდის საქმის შესახებ- ნანა კაკაბაძე
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ე.წ. ციანიდის საქმეში ტელეკომპანია რუსთავი2-ის „არაბუნებრივ როლს“ ხედავს.
როგორც ნანა კაკაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, „საინტერესოა თავდაპირველად საიდან შეიტყო რუსთავი2-მა ამ ამბის შესახებ, ანუ ვინ იყო ის პირი, რომელმაც ეს ამბავი უამბო“.
„თქვენ იცით რამდენი მოძღვარი ზის და დღეს სასჯელს იხდის? გაცილებით მეტი, ვიდრე ერთი დეკანოზი მამალაძე, ალბათ 10-მდეც. თქვენ ოდესმე გინახიათ, რომ მართლმადიდებლობის პირდაპირი მდევნელები და ამის მოწინააღმდეგე ძალა- ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი2, რომელიმე მართლმადიდებელ მოძღვარს იცავდეს? ასეთი რამე თუ გინახიათ ბუნებაში? ერთი პრეცედენეტი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
რუსთავი2 იყო პირველები ვინც გაახმაურა ეს საკითხი. მე მაინტერსებს ვისგან მიიღო ინფორმაცია რუსთავი2-მა, ეს ინფორმაცია ვინც მას მიაწოდა, არის თუ არა ის კავშირში მამა გიორგისთან და ციანიდის საქმესთან?
მე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად არის კავშირში. მათ შეუძლიათ წყარო არ დაასახელონ თქვენთან და ჩემთან, მაგრამ გამოძიება, როდესაც დაინტერესდება ამითი, ისინი ვალდებულნი იქნებიან გამოძიებას ეს უპასუხონ. ჩნდება ეჭვი, და არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ გონივრული ეჭვი.
გარდა ამისა, შემდგომ ისევ რუსთავი2 პირველი აფრიალებს წერილს, თითქოსდა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ბრძოლა და ამის ფლაგმანი მამა გიორგი იყო, ააფრიალა წერილი, რომელმაც კაციშვილმა არ იცის საიდან გაჩნდა რუსთავი2-ის ხელში. მამა გიორგის ეს წერილი თეორიულადაც ვერ ექნებოდა ხელში დაპატიმრების მომენტში, იმიტომ რომ ის აიყვანეს საზღვრის გადაკვეთის მომენტში.
ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მამა გიორგის თანამოაზრემ, თუ თანამზრახველმა მოახვედრა ეს წერილი რუსთავი2-ის ხელში.
ეს წერილი მამა გიორგის რომ ქონოდა თან, ამას გამოიტანდნენ ადვოკატები და ეს მათგან გახდებოდა ცნობილი. რუსთავი2 ეს ერთადერთ ტელეკომპანიაა რომელიც გაცილებით აქტიურია ამ საკითხში და არ ინტერესდება სხვა მამაოებით, რომლებიც ციხეში ზიან. რუსთავი2 არის ამ საქმეში არაბუნებრივ როლში“,-აღნიშნა უფლედამცველმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


