სამართალი
რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრები პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრი : გიორგი ონიანი, ლუკა ნაცვლიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ბექა რევაზიშვილი პატიმრობაში დატოვა . მოსამართლე გიორგი კარატაშვილმა პატიმრობა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა. მისი თქმით, საამისოდ არ იყო წარმოდგენილი რაიმე ახალი გარემოება. გარდა ამისა, კარატაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს დეპუტატთა ნაწილი თავდებში უდგებოდა.
„ქართული მარშის“ წევრებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.
მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
გარდა ამისა, გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.
საქმე ეხება ჟურნალისტის შესავალ მონოლოგს, რომელშიც გაბუნიამ იესო ქრისტე აჭარაში ხეების მოჭრისა და გადატანის ფაქტს დაუკავშირა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო“.
მომხდარიდან 2 დღის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრები სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


