უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2017 13:50
font-size

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სუს-ი მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე, პაატა ქათამაძესა და ბესარიონ ალავიძეზე, სუს-ი ზეწოლას ახორციელებდა.

„გაირკვა, რომ 14 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მიმართეს გენპროკურატურას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იგივე სუს-ი,ახდენდა ზეწოლას მოსამართლეებზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული საქმე გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები, „რუსთავი 2“-ის საქმე. შეგახსენებთ, რომ ამ უწყებას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი, ბატონი გომელაური“, - განაცხადა მელიამ.

ბრიფინგზე მელიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყოთ ჩუმად, ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად ვიმოქმედოთ, ვინაიდან ახლა არის სწორედ მოქმედების დრო, და გვაქვს ერთი ძალიან კატეგორიული მოთხოვნა, ბატონი გომელაური, სუს-ის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან უკვე ნათლადაა მოცემული, რომ ბატონი გომელაური არის მხოლოდ ინსტრუმენტი ივანიშვილის მხროდან,“- თქვა მელიამ.

მელიამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს , რომ მან დააფიქსიროს თავისი აზრი მოსამართლეთა საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენ ასევე მივმართავთ პრეზიდენტს, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში, აუცილებლად დაიცვას მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

მელიამ მონაწილეობისკენ მოუწოდა, აგრეთვე, პოლიტიკურ გაერთიანებებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი