საზოგადოება
`რუსთავი 2`-ის და `იმედის` საბიუჯეტო ვალი ₾42 მილიონია
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ყველაზე დიდი დავალიანება სამთავრობო ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ აქვთ.
როგორც BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ორი ტელევიზიის ძირითადი საგადასახადო დავალიანება 41,966,130.19 ლარია.
კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 25 070 949.47 ლარის საბიუჯეტო დავალიანება უფიქსირდება, ხოლო შპს „ტელეიმედს“ - 16 895 180.72 ლარი.
თითქმის თანაბარი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ (9 185 380.65 ლარი) და შპს "მთავარი არხს" (9 308 282.73 ლარი), რომელიც უკვე დაიხურა.
შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალი არ აქვს შპს "პოსტვ"-ს, „ტელეკომპანია კავკასიას“ და შპს „ფორმულას“. საგადასახადო დავალიანება არ აქვს სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“, რომელსაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები წელს 126 მილიონი ლარით აფინანსებენ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


