სამართალი
რუსთავი 2-ის ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან
რუსთავი 2 - ის ადვოკატები სტრასბურგში დღეს აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადააგზავნიან.
როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები, ასევე ტელეკომპანიის იურისტების პოზიცია იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
”სტრასბურგის სასამართლოს ვუგზავნით განახლებულ ინფორმაციას ბოლო მოვლენების შესახებ, რომელიც მოხდა ამ დღეებში. განახლებულ დოკუმენტაციაში იგულისხმება, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მოხვდა ”რუსთავი 2”-ის საქმე, ასევე არის წარმოდგენლი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები თუ რა მნიშვნელობისაა ”რუსთავი 2”-ის საქმე და რატომ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე წარდგენილი იქნება დამატებით ინფორმაცია ჩვენი პოზიციების გასამაყარებლად, რატომ ვთვლით, რომ უნდა გახანგრძლივდეს დროებითი ღონისძიება და არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სანამ სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბარში.
ცნობისათვის: სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


