პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე ხვალისთვის დაგეგმილ აქციაში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს
რუსთაველის გამზირზე ხვალისთვის დაანონსებულ აქციაში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს.
აქციაზე მისვლას არ აპირებენ ,,ევროპული საქართველო“, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები.
მათი თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა, ხვალინდელი აქცია მათი ორგანიზებული არ არის.
„როგორც ჩვენმა პარტიამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის დასადგენად,“ - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ 10 ივნისი დაასახელა ბოლო დღედ, როცა ხელისუფლებამ მისი შვილის მკვლელები და საქმის გაყალბებაში ბრალდებულები უნდა დააკავოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


