სამართალი
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე ექსტრადირებულია
ქართველმა სამართალდამცველებმა ყაზახეთის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება მიმდინარე წლის 24 ივნისს განახორციელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ყაზახეთის ქალაქ ასტანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნებოდა და მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობასა და მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ. მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, ბ.ლ.-ს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.
უწყების ცნობით, დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.
აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


