პოლიტიკა
რუსი ტურისტები საქართველოში „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მოქმედების რისკის ქვეშ არიან - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსი ტურისტები საქართველოში, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მოქმედების ქვეშ აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან.
ამის შესახებ კარასინმა Известия - თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კონტაქტების დამყარების პირობები შეგვიმსუქებინა.
„2015 წლის დეკემბერში რუსულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების გაცემა დაიწყო. ამის შედეგად, 2016 წელს თბილისში ჩვენი სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა საგრძნობლად იმატა. ამჟამად მზადდება სავიზო გამარტივება თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის რეისებს ასრულებენ.
ამასთანავე, უნდა აღინოშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, საქართველოში არსებული „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მოქმედების რისკის ქვეშ არიან. კანონი არამარტო ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებას გულისხმობს იმ პირების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფი.
თავად საქართველომ გააუქმა სავიზო მოქმედება არა მარტო რუსეთის, არამედ დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, დიდწილად ცალმხრივ ფორმატში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ტურისტების მოზიდვას ცდილობენ. მაგრამ, თანამედროვე სამყაროში, სადაც ტერორისტული და სხვა საფრთხეებია მზარდი, ტურისტულ ქვეყნებს, რასაკვირველია, ავტომატურ რეჟიმში შემხვედრი ნაბიჯის გადადგმის იმედი ვერ ექნებათ“,- განმარტა დიპლომატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


