პოლიტიკა
რუსი დეპუტატები თბილისს ეწვევიან
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია ქართველ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვა.
როგორც რუსული გამოცემა ,,იზვესტია’’ წერს, ვიზიტის ინიციატორი ქართველი დეპუტატები არიან. საპარლამენტო დიპლომატია კი, გაზეთის ცნობით, უნდა დაეხმაროს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებაში.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, თბილისში რუსი კოლეგები მიიწვიეს ქართველმა დეპუტატებმა ,,პატრიოტთა ალიანსიდან.’’
,,ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები როგორც მინიმუმ 10 წელი არ ყოფილან საქართველოში. ასეთი კონტაქტები აუცილებელია საკითხების ფართო სპექტრის გადასაწყვეტად. შეხვედრებზე განხილული იქნება დიპლომატიური ურთიერთობები, ეკონომიკა, შევეცდებით გადავწყვიტოთ ვიზებთან დაკავშირებული საკითხებიც. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია’’, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ორივე მხარე ორიენტირებულია შედეგზე და ცდილობს შეძლებისდაგვარად საკუთარი წვლილი შეიტანოს მოსკოვისა და თბილისის კონტაქტების უფრო სერიოზულ დონეზე აყვანაში.
,,საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებში არსებული სერიოზული საკითხების გადაწყვეტას’’, - აღნიშნა კალაშნიკოვმა ,,იზვესტიასთან’’ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს 11 ივლისს შეხვდნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


