უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 იანვარი, 2017 12:30
font-size

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს - ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს.

ამის შესახებ აბაშიძემ Известия-თან საუბარში განაცხადა.

გამოცემამ, თებერვალში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრას სტატია მიუძღვნა, სადაც მიმოხილულია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხიც.

სავიზო რეჟიმის თემის კომენტირებისას აბაშიძემ გამოცემას განუცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ იქნება და ხაზი გაუსვა, რომ საკითხის მოგვარება რუსეთის პრეროგატივაა.

„სავიზო რეჟიმის სამომავლო პერსპექტივა რუსეთმა უნდა განსაზღვროს, ეს მისი პრეროგატივაა, ჩვენ ვერანაირ გადაწყვეტილებს მას ვერ მოვახვევთ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წლიდან გავაუქმეთ სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მიმართ და მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ასეთი კომფორტული სავიზო რეჟიმი მრავალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის შემოღებული და ამან პოზიტიური შედეგი მოიტანა: გასულ წელს საქართელოს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი ეწვია, მათგან დაახლოებით 1 მილიონი რუსეთიდან“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, იზვესტია აღნიშნავს, რომ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის საკითხი და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ერთმანეთთან მიბმული არ იქნება.

თუმცა, აბაშიძის თქმით, გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, დღის წესრიგში, შესაძლოა დადგეს.

პრაღის მორიგ შეხვედრაზე საუბარისას კი, აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ ფორმატში ტრადიციულად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და „გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს“ განიხილავენ.

მისივე თქმით, თბილისი მზად არის გააგრძელოს პრაქტიკულ საკითხებზე დიალოგი პრაღასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

აბაშიძის თქმით, „ქართულ მხარეს ამისთვის მზაობა და პოლიტიკური ნება გააჩნია“.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი