პოლიტიკა
რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რიცხვი მცირდება - IRI
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რიცხვი შემცირდა.
2018 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთთან დიალოგს გამოკითხულთა 76%-მა დაუჭირა მხარი, რაც 6%-ით ნაკლებია 2017 წლის მარტის შედეგებზე, ხოლო 2013 წლის თებერვლის მონაცემებზე - 19%-ით ნაკლებია.
2017 წლის მარტთან შედარებით 3%-ით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების ფონზე. ასეთ დამოკიდებულებას 2018 წლის კვლევაში გამოკითხულთა 50%-მა გაიზიარა.
გამოკითხულთა 27% ემხრობა საქართველოს მხოლოდ პროდასავლურ კურსს, რაც 4%-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე.
გამოკითხულთა 12%-მა მხარი დაუჭირა პრორუსულ კურსს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან შენარჩუნების ფონზე. მაგ მხრივ 2017 წელთან შედარებით სიტუაცია არ შეცვლილა (მაშინაც 12% იზიარებდა ამ პოზიციას).
გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ საქართველოს კურსი მხოლოდ პრორუსული უნდა იყოს, რაც 1%-ით ნაკლებია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე.
საქართველოს ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 77%-მა, რაც 2017 წლის მარტთან შედარებით 5%-ითაა შემცირებული. ევროკავშირში გაწევრიანებას კვლევის მონაწილეთა 85%-მა დაუჭირა მხარი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


