პოლიტიკა
რუსეთთან დიალოგი განსხვავებული პოზიციების შესათანხმებლად გვჭირდება, ამის მაგალითია უკრაინა - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან მომდინარე ნაკლებად აგრესიულ რიტორიკას მიესალმება და მხარს დიალოგს უჭერს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს ახალი ცივი ომი არ სურს და არს რუსეთთან კონფრონტაციას ეძებს.
„გავაგრძელებთ ორი მიმართულებით ურთიერთობას, რაც ძალასა და შეკავებას, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, პოლიტიკურ დიალოგს დაეფუძნება. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არ ვეძებთ რუსეთთან კონფრონტაციას. ჩვენ დიალოგი განსხვავებული პოზიციების შესათანხმებლად გვჭირდება. ამის მაგალითია უკრაინა. კვლავ განსხვავებული ხედვა გვაქვს, თუმცა ღია დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავაგრძელებთ მუშაობას რისკებისა და ინციდენტების შესამცირებლად, როგორიც მაგალითად ვნახეთ თურქეთის ცაში და დღესაც ვხედავთ ბალტიისა და შავ ზღვებში, სადაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ნატოსა და შეერთებული შტატების ხომალდებთან ძალიან ახლოს დაფრინავენ. ჩვენი უკევ არსებული მექანიზმები სახიფათო მდოგმარეობის გასანეიტრალებლად უნდა გამოვიყენოთ“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


