პოლიტიკა
რუსეთს უნდა ვესაუბროთ პარტნიორების დახმარებით - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ღია მიმართვის შესახებ, ბრიუსელში ყოფნისას, მედიიდან შეიტყო.
„მე ამ განცხადების შესახებ გავიგე მედიიდან, მაშინ როცა ბრიუსელში შეხვედრებს ვმართავდი, ამიტომ ამ განცხადების განმმარტებლად ვერ გამოგადგებით,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გაკეთდა ახლა ეს მიმართვა და რას მიცემს ეს საქართველოს, მარგველაშვილი პასუხობს, რომ ის ბრიუსელთან და შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების იდეით გამოდის.
„მე გამოვდივარ ბრიუსელში სტრატეგიული მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე წამოწევის იდეით, ასევე, საქართველო-ამერიკის მხარდაჭერის აქტის შემუშავების იდეით. რაც შეეხება რუსეთს, მე მიმაჩნია რომ რუსეთთან საუბარი არის ამ კონტექსტის ნაწილი, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ პარტნიორების დახმარებით. შეხედეთ დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რაზე საუბრობს, მკვლელობებზე საუბრობს, ჩვენც ხომ ამავე ტკივილით ჩამოვედით ევროპაში და შტატებში, ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც იმსახურა საერთაშორისო მისიაში და დაბრუნდა ქვეყანაში, ის მოკლეს და მისი ცხედრის გადმოცემის პრობლემაა. ეს არის ის ფონი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მეორდება ცხინვალშიც და ლონდონშიც. ჩვენ კონსოლიდირება უნდა მოვახდინოთ და ყველა ერთად დავდგეთ.
ახლა არის დრო, ყველამ მხარი დაგვიჭიროს, ახლა არის მომენტი, რადგან ყველამ იცის, რომ მკვლელობა მკვლელობაა, ეს იქნება ცხინვალში თუ ლონდონში“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში გიორგი მარგველაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


