უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2025 17:26
font-size

რუსეთისადმი საქართველოს „მეგობრულობის“ კოეფიციენტი წინა წლის 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა - რუსი ექსპერტები

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა ((НИИРК) წარმოადგინა „2024 წლის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგი.

საქართველო, შარშანდლის მსგავსად „შედარებით მეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდა. რუსეთისადმი საქართველოს „მეგობრულობის“ კოეფიციენტი წინა წლის 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა.

რუსი ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთისადმი ყველაზე მეგობრულია ე.წ. სამხრეთი ოსეთი, მას მოსდევს ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი. არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდნენ მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმანოვი აღნიშნავს, რომ „გაიზარდა რუსეთის მიმზიდველობა არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური პარტნიორის, არამედ როგორც ლიდერის მიმართ ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.“

2024 წლის აპრილში რუსეთის ინსტიტუტმა თბილისში მოაწყო დისკუსია თემაზე „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

ქართული საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციის და მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსული კურსს მისდევს. ამის დასტურად ისინი მიიჩნევენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

წყარო.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი